ორსულობა

ნაყოფის ნორმალური განვითარების ერთ-ერთ მთავარ პირობას, სწორად წარმართული ანტენატალური მეთვალყურეობა წარმოადგენს.

„კლინიკა ნიუმედი“ ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ითვაისწინებს ორსულებისათვის პატრონაჟის გაწევას, რასაც ანაზღაურებს სახელმწიფო. ამ პროგრამის ფარგლებში, ორსულთათვის 4 უფასო ვიზიტია გათვალისწინებული:

I ვიზიტი (ორსულობა მე-13 კვირამდე)

გინეკოლოგის კოსნულტაცია სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ვასერმანის რეაქცია, აივ ანტისხ.განს/შრ. იმუნოფერმენტული ანალზის მეთოდით, სისხლის ჯგუფისა და რეზუს კუთვნილების განსაზღვრა, საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია, B ჰეპატიტის ტესტი, თერაპევტის კონსულტაცია.

II ვიზიტი (ორსულობა 18-20 კვირაზე)

გინეკოლოგის კოსნულტაცია , მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია.

III ვიზიტი (ორსულობა 30-32 კვირაზე)

გინეკოლოგის კოსნულტაცია, შარდში ცილის რაოდენობის განსაზღვრა, სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა.

IV ვიზიტი (ორსულობა 34-38 კვირაზე)

გინეკოლოგის კოსნულტაცია, ცილის რაოდენობის განსაზღვრა, სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა.

გარდა ჩამოთვლილი გამოკვლევებისა, „კლინიკა ნიუმედში“ შესაძლებელია ჩაიტაროთ ნაყოფის კარდიოტოკოგრაფია, ნაყოფის გულისცემის და საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის გრაფიკული გამოსახვა ორსულობის მესამე ტრიმესტრში. კვლევა მაღალი სიზუსტით განსაზღვრავს თქვენი ნაყოფის ფუნქციურ მდგომარეობას.