ოფთალმოლოგია

„კლინიკა ნიუმედის“ ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში ხორციელდება თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია. თვალის სრული გამოკვლევა მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა ოფთალმოლოგიური კვლევის კომბინაციას, რომელთა საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი.

ჩვენთან არსებული ოფთალმოლოგიური სერვისებია:

ოფთალმოლოგის კონსულტაცია

რეფრაქტომეტრია ( წარმოადგენს მხედველობის ორგანოს გამოკვლევის ობიექტურ მეთოდს, რომლის დროსაც ხდება თვალის ოპტიკური სისტემის გარდამტეხუნარიანობის განსაზღვრა სპეციალური აპარატით რეფრაქტომეტრით.)

ტონომეტრიათვალის წნევის გაზომვა

ტონომეტრია პროცედურაა, რომლის საშუალებითაც ხდება თვალშიგა წნევის გაზომვა. ამ კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია ისეთი სერიოზული პათოლოგიის სადიაგნოსტიკოდ, როგორიცაა გლაუკომა.

ბიომიკროსკოპია

ბიომიკროსკოპია თვალის ქსოვილებისა და მისი სინათლის გარდამტეხ არეთა ვიზუალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც ხორციელდება ნაპრალოვანი სანათის საშუალებით (თვალის წინა მონაკვეთის გამოკვლევა).

ოფთალმოსკოპია

ოფთალმოსკოპია ბადურას, სისხლძარღვოვანი გარსისა და მხედველობის ნერვის დვრილის ვიზუალიზაციაა.

ფერთა აღქმის გამოკვლევა

ფერთა აღქმის გამოკვლევა ხორციელდება რაბკინის პოლიქრომატული ტაბულებით.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, კლინიკა ნიუმედში“ ვიწრო სამედიცინო კონსულტაციებს გაგიწევენ ყველა სპეციალობის წამყვანი ექიმები:

ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ზოგადი ქირურგი, დერმატოლოგი, ორთოპედტრავმატოლოგი.