About us

“კლინიკა ნიუმედი” ფუნქციონირებს 2008 წლიდან. კლინიკაში ტარდება ყველა სახის ამბულატორიული მომსახურება. კლინიკა ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე და გთავაზობთ უმოკლესი გზით სვლას ზუსტ დიაგნოზამდე.

„კლინიკა ნიუმედში“ შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური, ლაბორატორიული, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარება. მოდერნიზებულ კლინიკაში განახლებული აპარატურა და ექიმ-სპეციალისტების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. კლინიკა აღჭურვილია მსოფლიო დონის სამედიცინო აპარატურით.

„კლინიკა ნიუმედში“ მომსახურების მიღება ხელმისაწვდომია როგორც კორპორატიული დაზღვევის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეთათვის.