ულტრაბგერით გამოკვლევა ნიუმედში…

ულტრაბგერით გამოკვლევას განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს!

კლინიკა ნიუმედში ულტრაბგერითი კვლევა ტარდება ინოვაციური, ულტრათანამედროვე აპარატით Voluson E8 3D/4D.

აპარატი გამოსახულების მკვეთრ ვიზუალიზაციას ახდენს, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი სისტემის გამოკვლევისას, განსაკუთრებით ინფორმაციულია სამეანო კუთხით , რადგან მისი მეშვეობით ნაყოფის ანატომიური სტრუქტურების შესწავლა გაფართოებულ რეჟიმშია შესაძლებელი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც უნდა შეფასდეს ნაყოფის ტვინის, კიდურების,თავის ქალასა და სახის კუნთების ჩამოყალიბების პროცესი. მაღალი გარჩევადობის (Full HD) ფერადი, თხევადკრისტალური მონიტორი ნაყოფის ხარისხიან და რეალობასთან ზედმიწევნით მიახლოებულ გამოსახულებას იძლევა.

მნიშვნელოვანი ასპექტი Voluson E8 3D/4D – HD Live ფუნქცია არის დოპლეროგრაფიული კვლევა, რომელიც შეისწავლის პლაცენტა-ნაყოფის სისხლის მიმოქცევას. ფერად დოპლერს აქვს სკანირების მაღალი სიჩქარე,რომელიც იძლევა ზუსტ შედეგს, ადასტურებს ან გამორიცხავს ფეტო-პლაცენტარულ უკმარისობას.

Leave a Comment

Name*

Email* (never published)

Website